Fucking Fabulous – ახალი სუნამო Tom Ford-ისგან

ამერიკელმა დიზაინერმა ტომ ფორდმა ახალი სუნამო Fucking Fabulous გამოუშვა. სუნამოს დებიუტი ფორდის გაზაფხული ზაფხულის 2018 წლის ჩვენებაზე ნიუ იორკში, 6 სექტემბერს შედგება და ექსკლუზიურად ხელმისაწვდომი მომდევნო დღეს ტომ ფორდის ბუტიკში და ონლაინ TomFord.com-ზე გახდება.

მწარე ნუშის ზეთი, ზამბახი, ქაშმირი, ხარისხვარდას ზეთი და სხვა სურნელოვანი მასალები სუნამოს შემადგენლობაშია, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ Fucking Fabulous იქნება კიდევ ერთი სექსუალური, მიწიერი და გაბედული სურნელი ასეთი საკითხების ოსტატისგან.

სუნამოს ფასი საკმაოდ სოლიდურია- 310 დოლარი 50მლ და 495 დოლარი სპეციალურ ტყავის შეფუთვაში.

ავტორი: ანამარია ყველაშვილი

Leave a comment